სერვისები
საოპერაციო რისკების მართვა
საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩოს შემუშავება, რისკებისა და კონტროლების თვითშეფასების (RCSA) დანერგვა, ძირითადი რისკის ინდიკატორების (KRI) განსაზღვრა და ორგანიზაციის საოპერაციო მდგრადობის გაძლიერება.
IO CONSULTING
სერვისები
საოპერაციო რისკების მართვის ჩარჩოს შემუშავება, რისკებისა და კონტროლების თვითშეფასების (RCSA) დანერგვა, ძირითადი რისკის ინდიკატორების (KRI) განსაზღვრა და ორგანიზაციის საოპერაციო მდგრადობის გაძლიერება.
სერვისები
გარე ტექნოლოგიურ მომწოდებლებთან დაკავშირებული კიბერუსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოების, საოპერაციო და რეგულაციური რისკების დამოუკიდებელი შეფასება — აუთსორსინგის მმართველობის, კონტრაქტების, Cloud ინფრასტრუქტურის, მომსახურების უწყვეტობისა და მომწოდებლების უსაფრთხოების კონტროლების შემოწმებით.
სერვისები
საქართველოს ეროვნული ბანკის №104/04 ბრძანებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დამოუკიდებელი შეფასება — ელექტრონული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის ტექნოლოგიური პროცესების, ინფორმაციული უსაფრთხოების, საოპერაციო და კიბერრისკების, აუთსორსინგული მომსახურებისა და შიდა კონტროლების შემოწმებით.
სერვისები
საქართველოს ეროვნული ბანკის „მომხმარებლის ძლიერი ავთენტიფიკაციის წესით“ განსაზღვრული უსაფრთხოების ზომების დამოუკიდებელი აუდიტი — ავთენტიფიკაციის მექანიზმების, საგადახდო ოპერაციების მონიტორინგის, გამონაკლისების მართვისა და თაღლითობის პრევენციის კონტროლების შეფასებით.
სერვისები
ტექნოლოგიური მმართველობის, IT პროცესების, შიდა კონტროლებისა და რისკების მართვის დამოუკიდებელი შეფასება COBIT 2019-ისა და საერთაშორისოდ აღიარებული IT აუდიტის პრაქტიკის საფუძველზე.
სერვისები
NIST CSF 2.0-ის მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასება, არსებული და სამიზნე პროფილები, ხარვეზების ანალიზი, მმართველობის მხარდაჭერა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების რისკზე დაფუძნებული გეგმები.
სერვისები
SWIFT CSP-ის დამოუკიდებელი შეფასება და ცალკე განსაზღვრული შესაბამისობის კონსულტაცია A1, A2, A3, A4 და B არქიტექტურებისთვის: შესაბამისი კონტროლები, მტკიცებულებები, ხარვეზების აღმოფხვრის დაგეგმვა და ატესტაციისთვის მზადება.
სერვისები
IO Consulting ეხმარება ფინანსურ ინსტიტუტებს საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი მოთხოვნების საფუძველზე კიბერუსაფრთხოების მმართველობის, რისკების მართვისა და უსაფრთხოების კონტროლის მექანიზმების შეფასებასა და გაუმჯობესებაში.
სერვისები
ISO 22301-ის საკონსულტაციო მხარდაჭერა ბიზნესზე ზემოქმედების ანალიზის, უწყვეტობის სტრატეგიების, აღდგენის დაგეგმვის, სავარჯიშოებისა და ბიზნესის უწყვეტობის მართვის სისტემის განვითარებისთვის.
სერვისები
ISO/IEC 20000-1:2018-ის დანერგვა და სერტიფიცირებისთვის მომზადება: SMS-ის მმართველობა, ITSM პროცესები, მომსახურების დონეები, მიმწოდებლების მართვა, შესრულების გაზომვა, შიდა აუდიტი და მუდმივი გაუმჯობესება.
სერვისები
ISO/IEC 27001:2022-ის დანერგვა და სერტიფიცირებისთვის მომზადება: ISMS-ის ფარგლები, რისკების მართვა, კონტროლები, დოკუმენტაცია, ტრენინგი, შიდა აუდიტი და დამოუკიდებელი სერტიფიცირებისთვის მზადება.
სერვისები
ინფორმაციული უსაფრთხოების მმართველობის, პასუხისმგებლობების, პოლიტიკების, რისკების მართვისა და რეგულაციური შესაბამისობის სისტემური განვითარება.