NIST კიბერუსაფრთხოების ჩარჩო 2.0

გააძლიერეთ კიბერუსაფრთხოება. გაზარდეთ მდგრადობა. გაზომეთ პროგრესი.

NIST CSF 2.0-ის შეფასება, დანერგვა და კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესება.

IO Consulting ეხმარება ორგანიზაციებს კიბერუსაფრთხოების შესაძლებლობების შეფასებაში, განვითარებასა და მუდმივ გაუმჯობესებაში NIST Cybersecurity Framework 2.0-ის საფუძველზე.

ჩვენი მომსახურება აერთიანებს კიბერუსაფრთხოების დამოუკიდებელ შეფასებას, რისკებზე დაფუძნებულ Gap Analysis-ს, არსებული და სამიზნე პროფილების შემუშავებას, მმართველობის გაუმჯობესებასა და უსაფრთხოების კონტროლების დანერგვის მხარდაჭერას.

ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს კიბერუსაფრთხოების მოთხოვნების პრაქტიკულ სამოქმედო გეგმებად გარდაქმნაში, პრიორიტეტების განსაზღვრასა და პროგრესის გაზომვაში.

NIST CSF 2.0

GV — მმართველობა

კიბერუსაფრთხოების მმართველობა, სტრატეგია, პოლიტიკა, ზედამხედველობა და რისკების მართვა.

მმართველობა ექვს ფუნქციას ერთიან მიდგომაში აერთიანებს. რეაგირება ინციდენტების მართვას ემსახურება, ხოლო აღდგენა — დაზიანებული შესაძლებლობების აღდგენას.

NIST CSF 2.0-ის შესახებ

კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის სტრუქტურირებული ჩარჩო.

NIST Cybersecurity Framework 2.0 წარმოადგენს მოქნილ, შედეგებზე ორიენტირებულ ჩარჩოს, რომელიც ორგანიზაციებს ეხმარება კიბერუსაფრთხოების რისკების გააზრებაში, შეფასებაში, პრიორიტეტიზაციასა და მართვაში.

ჩარჩო გამოიყენება სხვადასხვა ზომისა და სექტორის ორგანიზაციებში და ხელს უწყობს კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის ინტეგრირებას ორგანიზაციის საერთო მმართველობის სისტემაში.

NIST CSF 2.0 აერთიანებს ექვს ურთიერთდაკავშირებულ ფუნქციას: Govern, Identify, Protect, Detect, Respond და Recover.

NIST CSF არ წარმოადგენს სავალდებულო ტექნიკური კონტროლების უნივერსალურ ჩამონათვალს ან სერტიფიცირების სქემას. მისი მთავარი ღირებულებაა ორგანიზაციისთვის სასურველი კიბერუსაფრთხოების შედეგების განსაზღვრა და მათი მიღწევის პრაქტიკული გზების შემუშავება.

CSF-ის ექვსი ფუნქცია

ექვსი ფუნქცია. კიბერუსაფრთხოების ერთიანი სტრატეგია.

გაეცანით, როგორ შეიძლება დაუკავშირდეს თითოეულ ფუნქციას არსებული შესაძლებლობები, ხარვეზები, სასურველი შედეგები და გაუმჯობესების პრაქტიკული ღონისძიებები.

მხოლოდ საილუსტრაციო მაგალითები. ეს სცენარები არ წარმოადგენს IO Consulting-ის რეალური კლიენტების შეფასების შედეგებს. შესაბამისი შედეგები და ღონისძიებები ორგანიზაციის კონტექსტსა და შეთანხმებულ ფარგლებზეა დამოკიდებული.

აირჩიეთ CSF-ის ფუნქცია

NIST CSF 2.0

GV

მმართველობა

კიბერუსაფრთხოების მმართველობა, სტრატეგია, პოლიტიკა, ზედამხედველობა და რისკების მართვა.

არსებული მდგომარეობა
კიბერუსაფრთხოების პასუხისმგებლობები და პოლიტიკები არსებობს, თუმცა ორგანიზაციის საერთო მმართველობაში თანმიმდევრულად არ არის ინტეგრირებული.
ტიპური ხარვეზები
რისკის მისაღები დონის არასრული განსაზღვრა, ფრაგმენტული ზედამხედველობა და კიბერუსაფრთხოების ეფექტიანობის არასაკმარისი ანგარიშგება.
სამიზნე შედეგები
მმართველობის მკაფიოდ განსაზღვრული პასუხისმგებლობები, რისკების მართვის სტრატეგია, პოლიტიკები და ზედამხედველობის მექანიზმები.
გაუმჯობესების ღონისძიებები
კიბერუსაფრთხოების მმართველობის სტრუქტურების, რისკის მისაღები დონის, ხელმძღვანელობასთან ანგარიშგებისა და პოლიტიკების მიმოხილვის პროცესების ჩამოყალიბება.
  • GV

    მმართველობა

    კიბერუსაფრთხოების მმართველობა, სტრატეგია, პოლიტიკა, ზედამხედველობა და რისკების მართვა.

    არსებული მდგომარეობა
    კიბერუსაფრთხოების პასუხისმგებლობები და პოლიტიკები არსებობს, თუმცა ორგანიზაციის საერთო მმართველობაში თანმიმდევრულად არ არის ინტეგრირებული.
    ტიპური ხარვეზები
    რისკის მისაღები დონის არასრული განსაზღვრა, ფრაგმენტული ზედამხედველობა და კიბერუსაფრთხოების ეფექტიანობის არასაკმარისი ანგარიშგება.
    სამიზნე შედეგები
    მმართველობის მკაფიოდ განსაზღვრული პასუხისმგებლობები, რისკების მართვის სტრატეგია, პოლიტიკები და ზედამხედველობის მექანიზმები.
    გაუმჯობესების ღონისძიებები
    კიბერუსაფრთხოების მმართველობის სტრუქტურების, რისკის მისაღები დონის, ხელმძღვანელობასთან ანგარიშგებისა და პოლიტიკების მიმოხილვის პროცესების ჩამოყალიბება.
  • ID

    იდენტიფიცირება

    აქტივების ხილვადობა, ბიზნესკონტექსტი, რისკების შეფასება და გაუმჯობესების შესაძლებლობები.

    არსებული მდგომარეობა
    აქტივების რეესტრები და რისკების შეფასებები არსებობს, თუმცა შესაძლოა ყველა კრიტიკულ სისტემასა და დამოკიდებულებას არ მოიცავდეს.
    ტიპური ხარვეზები
    აქტივების არასრული ხილვადობა, არათანმიმდევრული კლასიფიკაცია და მესამე მხარეებზე დამოკიდებულებების არასაკმარისი ასახვა.
    სამიზნე შედეგები
    კრიტიკული აქტივების, ბიზნესპროცესების, დამოკიდებულებებისა და კიბერუსაფრთხოების რისკების სრული ხილვადობა.
    გაუმჯობესების ღონისძიებები
    აქტივების რეესტრების, კლასიფიკაციის, ბიზნესზე ზემოქმედების ანალიზისა და რისკების შეფასების პრაქტიკების გაუმჯობესება.
  • PR

    დაცვა

    წვდომის მართვა, ცნობიერება, მონაცემთა დაცვა და დაცვის მექანიზმები.

    არსებული მდგომარეობა
    უსაფრთხოების კონტროლები დანერგილია, თუმცა მათი დაფარვა და ეფექტიანობა განსხვავდება.
    ტიპური ხარვეზები
    წვდომების არათანმიმდევრული მიმოხილვა, უსაფრთხო კონფიგურაციების არასაკმარისი გამართვა, ცნობიერების პროგრამების არასრული დაფარვა და მონაცემთა დაცვის სისუსტეები.
    სამიზნე შედეგები
    შესაბამის გარემოებში თანმიმდევრულად დანერგილი, რისკზე დაფუძნებული დაცვის მექანიზმები.
    გაუმჯობესების ღონისძიებები
    იდენტობებისა და წვდომის მართვის (IAM), მრავალფაქტორიანი ავთენტიფიკაციის (MFA), წვდომის მმართველობის, საბოლოო წერტილების უსაფრთხოების, კონფიგურაციების მართვისა და მონაცემთა დაცვის გაძლიერება.
  • DE

    გამოვლენა

    უწყვეტი მონიტორინგი, არასასურველი მოვლენების ანალიზი და საფრთხეების გამოვლენა.

    არსებული მდგომარეობა
    შეზღუდული ცენტრალიზებული მონიტორინგი და კრიტიკული სისტემების არასრული ხილვადობა.
    ტიპური ხარვეზები
    კრიტიკული აქტივები მონიტორინგის პლატფორმებში თანმიმდევრულად არ არის ინტეგრირებული, ხოლო გამოვლენის პროცედურები არასაკმარისად მოწმდება.
    სამიზნე შედეგები
    კრიტიკული სისტემების გაუმჯობესებული ხილვადობა, გამოვლენის დოკუმენტირებული პროცესები და პოტენციურად არასასურველი მოვლენების დროული იდენტიფიცირება.
    გაუმჯობესების ღონისძიებები
    უსაფრთხოების მონიტორინგის დაფარვის გაფართოება, რისკზე დაფუძნებული გამოვლენის სცენარების შემუშავება, შეტყობინებების დამუშავების გაუმჯობესება და გამოვლენის ეფექტიანობის პერიოდული შემოწმება.
  • RS

    რეაგირება

    ინციდენტების მართვა, ანალიზი, ანგარიშგება, კომუნიკაცია და ზემოქმედების შემცირება.

    არსებული მდგომარეობა
    ინციდენტებზე რეაგირების პასუხისმგებლობები განსაზღვრულია, თუმცა პროცედურები და ესკალაციის მექანიზმები თანმიმდევრულად არ მოწმდება.
    ტიპური ხარვეზები
    ინციდენტების არასრული კლასიფიკაცია, კომუნიკაციის ბუნდოვანი პასუხისმგებლობები და კიბერინციდენტების დროს არასაკმარისი კოორდინაცია.
    სამიზნე შედეგები
    ინციდენტებზე რეაგირების განსაზღვრული პასუხისმგებლობები, ინციდენტების ეფექტიანი მართვა, დროული კომუნიკაცია და კოორდინირებული ლოკალიზაცია და ზემოქმედების შემცირება.
    გაუმჯობესების ღონისძიებები
    ინციდენტებზე რეაგირების პროცედურების შემუშავება, ესკალაციისა და კომუნიკაციის მექანიზმების ჩამოყალიბება, სამაგიდო სავარჯიშოების ჩატარება და რეაგირების ეფექტიანობის მონიტორინგი.
  • RC

    აღდგენა

    აღდგენის გეგმის შესრულება, აღდგენის ღონისძიებები და აღდგენის პროცესში კომუნიკაცია.

    არსებული მდგომარეობა
    სარეზერვო ასლების შექმნის მექანიზმები არსებობს, თუმცა აღდგენის პროცედურები და ბიზნესის აღდგენის პრიორიტეტები თანმიმდევრულად არ მოწმდება.
    ტიპური ხარვეზები
    აღდგენის არასაკმარისი ტესტირება, აღდგენის ბუნდოვანი პრიორიტეტები და აღდგენის პროცესში კომუნიკაციის არასრული მექანიზმები.
    სამიზნე შედეგები
    აღდგენის დოკუმენტირებული და შემოწმებული პროცედურები, რომლებიც დაზიანებული სისტემებისა და სერვისების დროულ აღდგენას ემსახურება.
    გაუმჯობესების ღონისძიებები
    აღდგენის პრიორიტეტების განსაზღვრა, აღდგენის პროცედურების ტესტირება, სარეზერვო ასლებიდან აღდგენის შესაძლებლობის შემოწმება და აღდგენის პროცესში კომუნიკაციის ჩამოყალიბება.
მმართველობა განსაზღვრავს დანარჩენი ხუთი ფუნქციის განხორციელებისა და პრიორიტეტიზაციის საფუძველს. აირჩიეთ ნებისმიერი ფუნქცია საილუსტრაციო სცენარის გასაცნობად.

ფუნქციები პარალელურად მოქმედებს და სავალდებულო თანმიმდევრობას არ ქმნის. რეაგირება მოიცავს ინციდენტის მართვასა და ზემოქმედების შემცირებას; აღდგენა — დაზიანებული სისტემების, სერვისებისა და ოპერაციული შესაძლებლობების აღდგენას.

ჩვენი NIST CSF მომსახურებები

შეფასებიდან დანერგვამდე და მუდმივ გაუმჯობესებამდე.

შეარჩიეთ შეფასების, პროფილების შემუშავების ან გაუმჯობესების მომსახურება თქვენი პრიორიტეტების მიხედვით. ფარგლები, მტკიცებულებების მოთხოვნები და პასუხისმგებლობები წინასწარ თანხმდება. დამოუკიდებელი შეფასება დანერგვის სამუშაოებისგან სათანადო გამიჯვნას მოითხოვს.

  • NIST CSF-ის შესაბამისობის შეფასება

    ორგანიზაციის კიბერუსაფრთხოების არსებული მდგომარეობის შეფასება NIST CSF 2.0-ის შესაბამისი შედეგების მიხედვით. შეფასება მოიცავს მმართველობის პროცესების, უსაფრთხოების კონტროლების, რისკების მართვის პრაქტიკისა და ოპერაციული შესაძლებლობების ანალიზს.

  • ხარვეზების ანალიზი (Gap Analysis)

    არსებულ და სასურველ მდგომარეობას შორის განსხვავებების იდენტიფიცირება, კონტროლის სისუსტეების შეფასება და გაუმჯობესების პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა.

  • არსებული და სამიზნე პროფილების შემუშავება

    ორგანიზაციის Current Profile-ისა და Target Profile-ის განსაზღვრა ბიზნესპრიორიტეტების, რისკების, ტექნოლოგიური გარემოსა და სტრატეგიული მიზნების გათვალისწინებით.

  • NIST CSF-ის დანერგვა

    კიბერუსაფრთხოების მმართველობის პროცესების, პოლიტიკების, პროცედურებისა და კონტროლის მექანიზმების შემუშავებისა და დანერგვის მხარდაჭერა.

  • კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა

    გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად პრიორიტეტული ღონისძიებების განსაზღვრა, პასუხისმგებლობების განაწილება, შესრულების ვადებისა და შეფასების კრიტერიუმების შემუშავება.

  • მუდმივი გაუმჯობესება და მონიტორინგი

    კიბერუსაფრთხოების ეფექტიანობის ინდიკატორების შემუშავება, პერიოდული შეფასებები, მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი და პროგრესის შეფასება.

შეფასება და დანერგვა

კიბერუსაფრთხოების გაძლიერების სტრუქტურირებული მიდგომა.

მომსახურების ექვსეტაპიანი მეთოდი შეფასებას პრაქტიკულ დანერგვასა და მიმოხილვას უკავშირებს. მტკიცებულებებისა და პრიორიტეტების ცვლილებისას ეტაპებს შეიძლება დავუბრუნდეთ; ისინი CSF-ის ექვსი ფუნქციის სავალდებულო თანმიმდევრობას არ წარმოადგენს.

აირჩიეთ სამუშაოს ეტაპი

ორგანიზაციის შესწავლა

შესაძლო საქმიანობები

  • ორგანიზაციის მიზნებისა და კრიტიკული პროცესების განხილვა.
  • შეფასების საზღვრების, შესაბამისი აქტივებისა და დაინტერესებული მხარეების განსაზღვრა.
  • პასუხისმგებელ გუნდებთან რისკის მისაღები დონისა და მოქმედი მოთხოვნების მიმოხილვა.

შესაძლო შედეგი

შეთანხმებული კონტექსტი, ფარგლები, შეფასების მიზნები და რისკის პრიორიტეტები.

  1. ორგანიზაციის შესწავლა

    ბიზნესმიზნების, კრიტიკული პროცესების, აქტივების, რისკის მისაღები დონისა და შესაბამისი მოთხოვნების განსაზღვრა.

    შესაძლო საქმიანობები

    • ორგანიზაციის მიზნებისა და კრიტიკული პროცესების განხილვა.
    • შეფასების საზღვრების, შესაბამისი აქტივებისა და დაინტერესებული მხარეების განსაზღვრა.
    • პასუხისმგებელ გუნდებთან რისკის მისაღები დონისა და მოქმედი მოთხოვნების მიმოხილვა.

    შესაძლო შედეგი

    შეთანხმებული კონტექსტი, ფარგლები, შეფასების მიზნები და რისკის პრიორიტეტები.

  2. არსებული მდგომარეობის შეფასება

    მოქმედი პრაქტიკის, კონტროლებისა და მტკიცებულებების შეფასება NIST CSF-ის შერჩეული შედეგების მიხედვით.

    შესაძლო საქმიანობები

    • შესაბამისი დოკუმენტაციის შესწავლა და პასუხისმგებელ გუნდებთან ინტერვიუები.
    • კონფიგურაციების შესწავლა და კონტროლების შეთანხმებული ტესტირება.
    • მიღწეული შედეგების, მტკიცებულებებისა და შეფასების შეზღუდვების აღრიცხვა.

    შესაძლო შედეგი

    მტკიცებულებებით გამყარებული არსებული პროფილი და მიმდინარე მდგომარეობის მიგნებები.

  3. სამიზნე პროფილის განსაზღვრა

    სასურველი კიბერუსაფრთხოების შედეგების ჩამოყალიბება ბიზნესპრიორიტეტებისა და რისკების გათვალისწინებით.

    შესაძლო საქმიანობები

    • პასუხისმგებელ მხარეებთან სასურველი შედეგების შერჩევა.
    • ბიზნესპრიორიტეტების, რისკებისა და მოსალოდნელი ცვლილებების გათვალისწინება.
    • შედეგების პრიორიტეტებისა და მიღწევის შესაფასებელი მტკიცებულებების შეთანხმება.

    შესაძლო შედეგი

    ბიზნესისა და რისკის მიზნებთან შესაბამისი პრიორიტეტიზებული სამიზნე პროფილი.

  4. ხარვეზების იდენტიფიცირება და პრიორიტეტიზაცია

    შეუსაბამობების, შესაძლო ზეგავლენისა და გაუმჯობესების საჭიროებების შეფასება.

    შესაძლო საქმიანობები

    • ხარვეზების გამოსავლენად არსებული და სამიზნე შედეგების შედარება.
    • შესაძლო ზეგავლენისა და გაუმჯობესებებს შორის დამოკიდებულებების შეფასება.
    • მიგნებების პრიორიტეტიზაცია და რეალისტური ქმედებებისა და პასუხისმგებლობების შეთანხმება.

    შესაძლო შედეგი

    ხარვეზებისა და რისკების პრიორიტეტიზებული მიგნებები გაუმჯობესების გეგმის შესამუშავებლად.

  5. გაუმჯობესების ღონისძიებების დანერგვა

    მმართველობითი, პროცესული და ტექნიკური კონტროლების გაუმჯობესების მხარდაჭერა.

    შესაძლო საქმიანობები

    • პასუხისმგებელი პირების, ეტაპებისა და დამოკიდებულებების ამსახველი სამოქმედო გეგმის შემუშავება.
    • მმართველობის, პროცედურებისა და კონტროლების შეთანხმებული ცვლილებების მხარდაჭერა.
    • დანერგვის მტკიცებულებებისა და გადაუჭრელი საკითხების მონიტორინგი.

    შესაძლო შედეგი

    ხელშეკრულებით განსაზღვრული გაუმჯობესების ღონისძიებები და მათი განხორციელების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

  6. შედეგების გაზომვა და მუდმივი გაუმჯობესება

    პროგრესის მონიტორინგი, განმეორებითი შეფასება და პრიორიტეტების განახლება.

    შესაძლო საქმიანობები

    • პროგრესის ინდიკატორებისა და მხარდამჭერი მტკიცებულებების მიმოხილვა.
    • შერჩეული შედეგების განმეორებითი შეფასება და დარჩენილი რისკების ანგარიშგება.
    • საჭიროებების ცვლილებისას პროფილებისა და გაუმჯობესების პრიორიტეტების განახლება.

    შესაძლო შედეგი

    შედეგების, პროგრესისა და გაუმჯობესების პრიორიტეტების განახლებული სურათი.

მომსახურების შედეგები

რას მიიღებს თქვენი ორგანიზაცია?

ჩვენი მომსახურების ფარგლებში ორგანიზაცია იღებს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ, სტრუქტურირებულ შედეგებს, რომლებიც ხელს უწყობს კიბერუსაფრთხოების რისკების გააზრებას, გაუმჯობესების ღონისძიებების პრიორიტეტიზაციასა და დასახული მიზნების მიღწევის მონიტორინგს.

  • კიბერუსაფრთხოების არსებული მდგომარეობის შეფასების ანგარიში

    არსებული შესაძლებლობების, მიგნებების, მტკიცებულებებისა და შეფასების შეზღუდვების სტრუქტურირებული სურათი.

  • ორგანიზაციის არსებული და სამიზნე პროფილები

    შეთანხმებული ორგანიზაციული ფარგლებისთვის დოკუმენტირებული არსებული შედეგები და პრიორიტეტული სასურველი შედეგები.

  • NIST CSF 2.0-ის ხარვეზების შეფასების მატრიცა

    არსებული და სამიზნე შედეგების შედარება, მტკიცებულებებისა და გამოვლენილი განსხვავებების მითითებით.

  • კიბერუსაფრთხოების რისკებისა და კონტროლის ხარვეზების რეესტრი

    რისკებისა და კონტროლების მიგნებები შესაბამისი ზეგავლენის, პრიორიტეტებისა და პასუხისმგებელი მხარეების მითითებით.

  • კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესების პრიორიტეტული სამოქმედო გეგმა

    შეთანხმებული ღონისძიებები, პასუხისმგებლობები, ვადები, დამოკიდებულებები და გაზომვადი მიზნები.

  • კიბერუსაფრთხოების ეფექტიანობისა და პროგრესის ინდიკატორები

    სასარგებლო ინდიკატორები და მიმოხილვის მექანიზმები შედეგებისა და გაუმჯობესების პროგრესის შესაფასებლად.

შედეგები შეირჩევა და ზუსტდება ხელშეკრულებით განსაზღვრული ფარგლების მიხედვით. დანერგვის მხარდაჭერა და უწყვეტი მონიტორინგი მომსახურებაში შედის მხოლოდ მკაფიო შეთანხმების შემთხვევაში.

პროფილები და გაუმჯობესება

არსებული პროფილიდან გაუმჯობესების პრაქტიკულ სამოქმედო გეგმამდე.

გაეცანით ოთხ დაკავშირებულ სამუშაო შედეგს: არსებულ პროფილს, ხარვეზების ანალიზს, სამიზნე პროფილსა და გაუმჯობესების სამოქმედო გეგმას. ისინი მტკიცებულებებსა და ბიზნესპრიორიტეტებს პრაქტიკულ გადაწყვეტილებებად გარდაქმნის.

გაეცანით სამუშაო შედეგს

არსებული პროფილი

აღწერეთ ამჟამად მიღწეული შედეგები ან შედეგები, რომელთა მიღწევაც მიმდინარეობს, მხარდამჭერი მტკიცებულებების, შეზღუდვებისა და მიღწევის ხარისხის გათვალისწინებით.

შესაძლო შედეგი

კიბერუსაფრთხოების არსებული შედეგების მტკიცებულებებზე დაფუძნებული სურათი.

  1. არსებული პროფილი

    აღწერეთ ამჟამად მიღწეული შედეგები ან შედეგები, რომელთა მიღწევაც მიმდინარეობს, მხარდამჭერი მტკიცებულებების, შეზღუდვებისა და მიღწევის ხარისხის გათვალისწინებით.

    შესაძლო შედეგი

    კიბერუსაფრთხოების არსებული შედეგების მტკიცებულებებზე დაფუძნებული სურათი.

  2. ხარვეზების ანალიზი

    შეადარეთ არსებული და სამიზნე პროფილები განსხვავებების, რისკზე ზეგავლენისა და გაუმჯობესების პრიორიტეტების გამოსავლენად.

    შესაძლო შედეგი

    არსებულ და სასურველ შედეგებს შორის დოკუმენტირებული განსხვავებები და პრიორიტეტიზებული მიგნებები.

  3. სამიზნე პროფილი

    განსაზღვრეთ და დაალაგეთ სასურველი შედეგები ბიზნესსაჭიროებების, რისკის მისაღები დონის, მოქმედი მოთხოვნებისა და მოსალოდნელი ცვლილებების მიხედვით.

    შესაძლო შედეგი

    კიბერუსაფრთხოების მისაღწევი პრიორიტეტული შედეგების შეთანხმებული ერთობლიობა.

  4. გაუმჯობესების სამოქმედო გეგმა

    პრიორიტეტული მიგნებები გარდაქმენით რეალისტურ ღონისძიებებად, პასუხისმგებელი პირების, დამოკიდებულებების, ვადებისა და პროგრესის საზომების განსაზღვრით.

    შესაძლო შედეგი

    შეთანხმებულ ფარგლებში დანერგვისა და პერიოდული მიმოხილვის პრაქტიკული გეგმა.

ეს დაკავშირებული სამუშაო შედეგებია და არა NIST-ის მიერ დადგენილი თანმიმდევრობა. ხარვეზების ანალიზი არსებულ და სამიზნე პროფილებს ადარებს, ამიტომ ხარვეზების შეფასებამდე სამიზნე შედეგები უნდა განისაზღვროს. მტკიცებულებების, რისკებისა და პრიორიტეტების ცვლილებისას პროფილები, ხარვეზები და სამოქმედო გეგმა განმეორებით ზუსტდება.

ვისთვის არის განკუთვნილი

კიბერუსაფრთხოების მმართველობა სხვადასხვა სექტორში.

NIST CSF 2.0 ქმნის მოქნილ საფუძველს კიბერუსაფრთხოების რისკების მართვისთვის სხვადასხვა მარეგულირებელი, ტექნოლოგიური და საოპერაციო მოთხოვნების მქონე ორგანიზაციებში.

ჩარჩოების ინტეგრაცია

NIST CSF-ის ინტეგრაცია უსაფრთხოების სხვა ჩარჩოებთან.

NIST CSF 2.0 შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემებთან, IT მმართველობის ჩარჩოებსა და მარეგულირებელ მოთხოვნებთან ერთად.

IO Consulting ეხმარება ორგანიზაციებს NIST CSF-ის შედეგებსა და ISO/IEC 27001-ის, COBIT-ისა და სხვა შესაბამისი ჩარჩოების მოთხოვნებს შორის კავშირების განსაზღვრაში.

  • NIST CSF 2.0

    შედეგებზე დაფუძნებული ჩარჩო კიბერუსაფრთხოების რისკების გააზრების, შეფასების, პრიორიტეტიზაციისა და კომუნიკაციისთვის.

    ოფიციალური წყარო
  • ISO/IEC 27001:2022

    ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მოთხოვნები. CSF-ის შესაბამისი შედეგები შეიძლება განიხილებოდეს ISMS-ის მოქმედ მოთხოვნებსა და შერჩეულ კონტროლებთან ერთად.

    ოფიციალური წყარო
  • COBIT 2019

    ორგანიზაციის ინფორმაციისა და ტექნოლოგიების მმართველობისა და მართვის ჩარჩო. ის ხელს უწყობს კიბერუსაფრთხოების პრიორიტეტების დაკავშირებას მმართველობის ამოცანებთან, პასუხისმგებლობებსა და ორგანიზაციულ მიზნებთან.

    ოფიციალური წყარო

ჩარჩოების შესაბამისობების შედარება ანალიზს ემსახურება და ავტომატურ ეკვივალენტურობას ან მოთხოვნების შესრულებას არ ადგენს. CSF-ის Tiers კიბერრისკების მმართველობისა და მართვის პრაქტიკების სისტემატურობას ახასიათებს და სიმწიფის რეიტინგებს არ წარმოადგენს. ISO-სა და რეგულაციის მოქმედი მოთხოვნები ცალკე უნდა შეფასდეს. NIST არ ახორციელებს IO Consulting-ის ან მისი მომსახურებების ოფიციალურ მხარდაჭერას.

ოფიციალური წყარო

კითხვები და პასუხები

კითხვები და პასუხები NIST CSF 2.0-ის შესახებ

არის NIST CSF 2.0 სერტიფიცირების სტანდარტი?

არა. NIST CSF 2.0 კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის ჩარჩოა და NIST CSF-ის ოფიციალურ სერტიფიცირების სქემას არ ადგენს. NIST არ ახორციელებს CSF-თან დაკავშირებული პროდუქტების, დანერგვის ან მომსახურებების სერტიფიცირებას ან ოფიციალურ მხარდაჭერას.

რა განსხვავებაა არსებულ და სამიზნე პროფილებს შორის?

არსებული პროფილი (Current Profile) აღწერს კიბერუსაფრთხოების მიღწეულ შედეგებს ან შედეგებს, რომელთა მიღწევასაც ორგანიზაცია ცდილობს. სამიზნე პროფილი (Target Profile) განსაზღვრავს პრიორიტეტულ შედეგებს, რომელთა მიღწევაც ორგანიზაციას სურს. ორივე პროფილის შედარება გაუმჯობესების საჭიროებების გამოვლენას ემსახურება.

შეიძლება NIST CSF-ის გამოყენება შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ?

დიახ. ჩარჩოს ადაპტირება შესაძლებელია სხვადასხვა სექტორისა და იურისდიქციის ორგანიზაციებისთვის. მისი გამოყენება ხშირად ნებაყოფლობითია, თუმცა მოქმედმა კანონმა, რეგულაციამ ან ხელშეკრულებამ შეიძლება კონკრეტული ვალდებულებები განსაზღვროს, რომლებიც ორგანიზაციის კონტექსტში უნდა შეფასდეს.

როგორ უკავშირდება NIST CSF ISO/IEC 27001-ს?

NIST CSF კიბერუსაფრთხოების რისკების მართვის შედეგებზე ორიენტირებულ სტრუქტურას გვთავაზობს, ხოლო ISO/IEC 27001 ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის მოთხოვნებს განსაზღვრავს. მათი ერთობლივად გამოყენება შესაძლებელია. მხოლოდ CSF-თან შესაბამისობა ISO/IEC 27001-ის მოთხოვნების შესრულებას არ ადასტურებს.

რამდენ ხანს გრძელდება NIST CSF-ის შეფასება?

ხანგრძლივობა დამოკიდებულია ორგანიზაციის ზომაზე, შეფასების ფარგლებზე, სირთულეზე, მტკიცებულებების ხელმისაწვდომობასა და დაინტერესებული მხარეების ჩართულობაზე. კონკრეტული პროექტის ვადები სამუშაოს ფარგლების განსაზღვრისას თანხმდება.

თქვენი შემდეგი ნაბიჯი

შეაფასეთ კიბერრისკები. განსაზღვრეთ გაუმჯობესების გზა.

IO Consulting დაგეხმარებათ კიბერუსაფრთხოების არსებული მდგომარეობის შეფასებაში, მნიშვნელოვანი ხარვეზების გამოვლენასა და პრაქტიკული გაუმჯობესების გეგმის შემუშავებაში.