ენერგეტიკა, კომუნალური მომსახურებები და კრიტიკული ინფრასტრუქტურა

კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა. ოპერაციული მდგრადობის გაძლიერება.

კიბერუსაფრთხოება, IT/OT რისკების მართვა და ბიზნესის უწყვეტობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებებისთვის.

ენერგეტიკისა და კომუნალური მომსახურების ორგანიზაციები მართავენ ინფრასტრუქტურას, რომლის საიმედო ფუნქციონირებაზეც ყოველდღიურად არიან დამოკიდებული მოქალაქეები, ბიზნესი და ქვეყნის ეკონომიკა.

კორპორაციული IT სისტემების, ოპერაციული ტექნოლოგიების, ინდუსტრიული მართვის სისტემებისა და დაკავშირებული ინფრასტრუქტურის ინტეგრაცია ქმნის კიბერუსაფრთხოების ახალ გამოწვევებს, რომელთა მართვისას აუცილებელია როგორც ციფრული საფრთხეების, ისე ოპერაციული შეფერხებების შესაძლო შედეგების გათვალისწინება.

IO Consulting ეხმარება ენერგეტიკულ და კომუნალურ ორგანიზაციებს კიბერრისკების შეფასებაში, ინფორმაციული უსაფრთხოების მმართველობის გაძლიერებაში, IT/OT უსაფრთხოების კონტროლების გაუმჯობესებასა და ბიზნესის უწყვეტობის ეფექტიანი მექანიზმების განვითარებაში.

ჩვენ ვაერთიანებთ საერთაშორისო სტანდარტებს, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ შეფასების მეთოდოლოგიებსა და პრაქტიკულ საკონსულტაციო გამოცდილებას კრიტიკული მომსახურებების უსაფრთხოებისა და მდგრადობის გასაძლიერებლად.

  • ელექტროენერგიის წარმოება
  • ქვესადგურები
  • განაწილება
  • უსაფრთხოების ოპერაციები
საილუსტრაციო ელექტროენერგეტიკული ქსელი, რომელიც რეალურ ინფრასტრუქტურას არ ასახავს. მომსახურების ფარგლები შეიძლება მოიცავდეს ელექტროენერგიის წარმოებას, გადაცემასა და განაწილებას, ბუნებრივ აირს, წყალმომარაგებასა და სხვა კომუნალურ მომსახურებებს.

სექტორის გამოწვევები

ენერგეტიკისა და კომუნალური სექტორის კიბერუსაფრთხოების გამოწვევები

უსაფრთხოების პრიორიტეტები უნდა შეესაბამებოდეს კრიტიკული მომსახურებების სპეციფიკას: დაკავშირებულ ტექნოლოგიებს, განაწილებულ აქტივებს, მომწოდებლებზე დამოკიდებულებასა და შეფერხების შესაძლო შედეგებს.

  • OT და ინდუსტრიული მართვის სისტემების უსაფრთხოება

    ინდუსტრიული გარემოს დაცვა მოითხოვს უსაფრთხოების ისეთ კონტროლებს, რომლებიც ითვალისწინებს ტექნოლოგიური პროცესების უწყვეტობას, მოწყობილობების შეზღუდვებს, უსაფრთხო ექსპლუატაციასა და მოძველებულ ტექნოლოგიებს.

  • IT და OT გარემოების ინტეგრაცია

    კორპორაციულ ქსელებსა და ოპერაციულ სისტემებს შორის მზარდი კავშირები საჭიროებს კონტროლირებად კომუნიკაციას, ქსელურ სეგმენტაციასა და უსაფრთხოების პასუხისმგებლობების მკაფიო განსაზღვრას.

  • კიბერსაფრთხეები და Ransomware

    კიბერინციდენტებმა შესაძლოა შეაფერხოს ტექნოლოგიური პროცესების მონიტორინგი, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და კრიტიკული მომსახურებების მიწოდება. აუცილებელია პრევენციის, გამოვლენისა და რეაგირების ეფექტიანი მექანიზმები.

  • დისტანციური და პრივილეგირებული წვდომა

    დისტანციური ტექნიკური მომსახურება, მომწოდებლების კავშირები და პრივილეგირებული ანგარიშები საჭიროებს ძლიერ ავთენტიფიკაციას, წვდომების შეზღუდვას, მონიტორინგსა და ანგარიშვალდებულებას.

  • მესამე მხარეები და მომწოდებლებზე დამოკიდებულება

    ტექნოლოგიური მომწოდებლები, ინდუსტრიული მოწყობილობების მწარმოებლები და აუთსორსული მომსახურების მიმწოდებლები ქმნიან დამოკიდებულებებს, რომელთა რისკებიც უნდა შეფასდეს და იმართებოდეს თანამშრომლობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

  • ოპერაციული უწყვეტობა და აღდგენა

    ორგანიზაციებს სჭირდებათ შემოწმებული უწყვეტობისა და აღდგენის მექანიზმები, რომლებიც ითვალისწინებს კრიტიკულ პროცესებს, ტექნოლოგიურ დამოკიდებულებებსა და აღდგენის რეალისტურ პრიორიტეტებს.

ჩვენი მომსახურებები

კიბერუსაფრთხოებისა და ოპერაციული მდგრადობის კომპლექსური მომსახურებები

IO Consulting ენერგეტიკისა და კომუნალური სექტორის ორგანიზაციებს სთავაზობს კიბერუსაფრთხოების, ტექნოლოგიური მმართველობის, რისკების მართვისა და ბიზნესის უწყვეტობის კომპლექსურ საკონსულტაციო მომსახურებებს.

ჩვენ ვეხმარებით ორგანიზაციებს უსაფრთხოების ხარვეზების გამოვლენაში, გაუმჯობესების ღონისძიებების პრიორიტეტიზაციაში, მმართველობის გაძლიერებასა და კრიტიკული მომსახურებების საიმედო ფუნქციონირების მხარდაჭერაში.

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სავალდებულო აუდიტის შემთხვევაში ორგანიზაციას ან/და აუდიტორს ეკრძალება იმ სუბიექტის აუდიტი, რომლის იუმს-იც ამ ორგანიზაციამ ან პირმა დანერგა. ცალკე გუნდი ან ხელშეკრულება ორგანიზაციის მიმართ მოქმედ აკრძალვას არ ხსნის. მომსახურების მიღებამდე მოწმდება აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება და დამოუკიდებლობა.

ურთიერთდაკავშირებული პროცესები

IT/OT ეკოსისტემის კომპლექსური უსაფრთხოება

თანამედროვე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა ეფუძნება ერთმანეთთან დაკავშირებულ კორპორაციულ სისტემებს, ინდუსტრიულ ქსელებს, მართვის პლატფორმებს, საველე მოწყობილობებსა და გარე მომსახურების მიმწოდებლებს.

კიბერუსაფრთხოების ეფექტიანი მართვა მოითხოვს ამ დამოკიდებულებების სრულყოფილ გააზრებას, ინდუსტრიული პროცესების უწყვეტობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის მოთხოვნების გათვალისწინებით.

აირჩიეთ სფერო უსაფრთხოების პრიორიტეტების სანახავად

კორპორაციული IT

კონტროლირებადი IT/OT საზღვარი

ოპერაციული ტექნოლოგიები

კორპორაციული IT

კორპორაციული აპლიკაციები, იდენტობები, სამუშაო მოწყობილობები და სერვერები ხელს უწყობს ბიზნესპროცესებს და შეიძლება ქმნიდეს ოპერაციული მომსახურებების ტექნოლოგიურ დამოკიდებულებებს.

უსაფრთხოების პრიორიტეტები

  • იდენტობებისა და პრივილეგირებული წვდომის მართვა
  • სამუშაო მოწყობილობების, სერვერებისა და აპლიკაციების დაცვა
  • სარეზერვო ასლებისა და აღდგენის დამოკიდებულებები
  • კორპორაციული IT

    კორპორაციული აპლიკაციები, იდენტობები, სამუშაო მოწყობილობები და სერვერები ხელს უწყობს ბიზნესპროცესებს და შეიძლება ქმნიდეს ოპერაციული მომსახურებების ტექნოლოგიურ დამოკიდებულებებს.

    უსაფრთხოების პრიორიტეტები

    • იდენტობებისა და პრივილეგირებული წვდომის მართვა
    • სამუშაო მოწყობილობების, სერვერებისა და აპლიკაციების დაცვა
    • სარეზერვო ასლებისა და აღდგენის დამოკიდებულებები
  • IT/OT საზღვარი

    კონტროლირებადი ინტერფეისები ხელს უწყობს კორპორაციულ და ოპერაციულ გარემოებს შორის კომუნიკაციის მართვას, თითოეული კავშირისთვის განსაზღვრული პასუხისმგებლობებითა და დაშვებული ნაკადებით.

    უსაფრთხოების პრიორიტეტები

    • ქსელური სეგმენტაცია და ნდობის საზღვრები
    • შეთანხმებული ინტერფეისები და მონაცემთა ნაკადები
    • მონაცემთა დაცული გაცვლა და მონიტორინგი
  • SCADA / ICS

    მართვისა და მონიტორინგის პლატფორმებს სჭირდება მათი ოპერაციული როლის შესაბამისი კონტროლები; ცვლილებები და წვდომა უნდა იმართებოდეს ფიზიკური პროცესების უწყვეტობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის გათვალისწინებით.

    უსაფრთხოების პრიორიტეტები

    • ოპერატორთა წვდომა და ანგარიშვალდებულება
    • მართვის პლატფორმების კონფიგურაციებისა და ცვლილებების მართვა
    • პროცესების მონიტორინგი, ჟურნალები და ესკალაცია
  • PLC / RTU / საველე მოწყობილობები

    კონტროლერები და საველე მოწყობილობები ციფრულ სისტემებს ფიზიკურ პროცესებთან აკავშირებს. შეფასებისას გაითვალისწინება აქტივების აღრიცხვა, კონფიგურაცია, სასიცოცხლო ციკლის მხარდაჭერა და მოწყობილობების შეზღუდვები.

    უსაფრთხოების პრიორიტეტები

    • აქტივების აღრიცხვა და სასიცოცხლო ციკლის შესახებ ინფორმაცია
    • მოწყობილობების კონფიგურაცია და კონტროლირებადი ცვლილებები
    • მოწყობილობების შეზღუდვები და საკომპენსაციო ზომები
  • დისტანციური ინფრასტრუქტურა

    განაწილებული ობიექტები და დისტანციური ტექნიკური მომსახურება დამოკიდებულია კომუნიკაციებსა და წვდომის მექანიზმებზე, რომლებიც საჭიროებს მკაფიო უფლებამოსილებებს, დაცვასა და ოპერაციულ ზედამხედველობას.

    უსაფრთხოების პრიორიტეტები

    • შეთანხმებული დისტანციური წვდომა და ტექნიკური მომსახურება
    • კომუნიკაციის უსაფრთხოება და ავთენტიფიკაცია
    • განაწილებული ობიექტებისა და წვდომების მონიტორინგი
  • მომწოდებლები და კონტრაქტორები

    მოწყობილობების მომწოდებლები, ინტეგრატორები და გარე მომსახურების მიმწოდებლები გავლენას ახდენს უსაფრთხოებასა და უწყვეტობაზე ტექნოლოგიის სასიცოცხლო ციკლისა და თანამშრომლობის მთელი პერიოდის განმავლობაში.

    უსაფრთხოების პრიორიტეტები

    • მომწოდებლების კონტროლის მექანიზმებისა და რისკების შეფასება
    • სახელშეკრულებო პასუხისმგებლობები და დისტანციური მხარდაჭერა
    • გარე მომწოდებლებზე დამოკიდებული მომსახურებების უწყვეტობა
კავშირების სქემატური წარმოდგენა, რომელიც რეალურ კლიენტურ ქსელს ან საწარმოო გამოყენებისთვის მზა არქიტექტურას არ ასახავს. არქიტექტურა, ნდობის საზღვრები და შეფასების მეთოდები განისაზღვრება ოპერატორთან ერთად.

ჩვენი მიდგომა

კრიტიკული ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების რისკებზე დაფუძნებული მიდგომა

კრიტიკული მომსახურებების პრიორიტეტებს ვუკავშირებთ მტკიცებულებებს, პროპორციულ კონტროლებსა და გაუმჯობესების პრაქტიკულ გეგმებს. სამუშაოს ფარგლები და შეფასების მეთოდები წინასწარ თანხმდება ორგანიზაციასთან.

  1. კრიტიკული პროცესების შესწავლა

    კრიტიკული მომსახურებების, მნიშვნელოვანი აქტივების, ოპერაციული დამოკიდებულებების, ტექნოლოგიური გარემოსა და შესაბამისი ვალდებულებების იდენტიფიცირება.

  2. რისკებისა და კონტროლების შეფასება

    საფრთხეების, მოწყვლადობების, არსებული კონტროლებისა და ოპერაციულ უწყვეტობაზე შესაძლო ზეგავლენის შეფასება.

  3. უსაფრთხოებისა და მდგრადობის გაძლიერება

    უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებების, მმართველობითი მექანიზმების, ინციდენტებზე რეაგირებისა და უწყვეტობის უზრუნველყოფის საშუალებების შემუშავება.

  4. შემოწმება და გაუმჯობესება

    კონტროლების ეფექტიანობის შეფასება, აუდიტებისა და სავარჯიშოების ჩატარება, მაკორექტირებელი ქმედებების მონიტორინგი და მუდმივი გაუმჯობესების მხარდაჭერა.

სტანდარტები და ჩარჩოები

საერთაშორისო სტანდარტები. პრაქტიკული უსაფრთხოება.

შეფასების საფუძველი შეირჩევა ორგანიზაციის მომსახურებების, ტექნოლოგიების, რისკებისა და მოქმედი ვალდებულებების მიხედვით. მართვის სისტემების სტანდარტები, OT უსაფრთხოების სახელმძღვანელოები და მმართველობის ჩარჩოები ამ სამუშაოს სხვადასხვა მიმართულებას ემსახურება.

  • IEC 62443

    მრავალნაწილიანი სტანდარტების სერია

    ინდუსტრიული ავტომატიზაციისა და მართვის სისტემების ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოება სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში. შესაბამისი ნაწილები ეხება აქტივის მფლობელის უსაფრთხოების პროგრამას, მომსახურების მიმწოდებლებს, სისტემურ რისკებსა და კომპონენტების დაცვას.

    ოფიციალური წყარო
  • NIST SP 800-82

    რედაქცია 3 — საბოლოო, 2023

    ოპერაციული ტექნოლოგიების, მათ შორის ინდუსტრიული მართვის სისტემების, უსაფრთხოების სახელმძღვანელო ფიზიკური პროცესების წარმადობის, საიმედოობისა და უსაფრთხო ექსპლუატაციის მოთხოვნების გათვალისწინებით.

    ოფიციალური წყარო
  • ISO/IEC 27001

    2022 + Amd 1:2024

    რისკებზე დაფუძნებული ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის ჩამოყალიბების, დანერგვის, შენარჩუნებისა და მუდმივი გაუმჯობესების მოთხოვნები.

    ოფიციალური წყარო
  • ISO 22301

    2019 + Amd 1:2024

    ბიზნესის უწყვეტობის მართვის სისტემის მოთხოვნები შეფერხებისთვის მოსამზადებლად, ეფექტიანი რეაგირებისა და პრიორიტეტული საქმიანობების გასაგრძელებლად ან აღსადგენად.

    ოფიციალური წყარო
  • NIST Cybersecurity Framework

    2.0

    შედეგებზე ორიენტირებული ჩარჩო კიბერუსაფრთხოების რისკების გასააზრებლად, შესაფასებლად, პრიორიტეტიზაციისა და კომუნიკაციისთვის, ორგანიზაციის მმართველობასა და რისკების მართვასთან შესაბამისობაში.

    ოფიციალური წყარო
  • COBIT

    2019

    ორგანიზაციის ინფორმაციისა და ტექნოლოგიების მმართველობისა და მართვის ჩარჩო პასუხისმგებლობების განსაზღვრის, ზედამხედველობისა და ბიზნესმიზნებთან შესაბამისობისთვის.

    ოფიციალური წყარო
  • ISO/IEC 20000-1

    2018 + Amd 1:2024

    სერვისების მართვის სისტემის მოთხოვნები მომსახურებების დაგეგმვის, დიზაინის, დანერგვაზე გადასვლის, მიწოდებისა და მუდმივი გაუმჯობესებისთვის.

    ოფიციალური წყარო

IEC 62443 შედგება სხვადასხვა გამოცემის მქონე ნაწილებისგან და მთლიან სერიას ერთი საერთო ვერსია არ აქვს. აქ გამოყენებულია NIST SP 800-82-ის საბოლოო, მესამე რედაქცია; მეოთხე რედაქცია საწყისი საჯარო პროექტია და არა საბოლოო პუბლიკაცია. ამ წყაროების მითითება არ გულისხმობს IO Consulting-ის სერტიფიცირებას ან აკრედიტაციას და ყველა ენერგეტიკული თუ კომუნალური ორგანიზაციისთვის ერთნაირ სამართლებრივ ვალდებულებებს არ ადგენს.

ხშირად დასმული კითხვები

კრიტიკული მომსახურებების უსაფრთხოების დაგეგმვა

რა განსხვავებაა IT და OT კიბერუსაფრთხოებას შორის?

IT კიბერუსაფრთხოება ძირითადად ორიენტირებულია ინფორმაციული სისტემების, ქსელების, აპლიკაციებისა და მონაცემების დაცვაზე. OT კიბერუსაფრთხოება კი მოიცავს ფიზიკური პროცესების მონიტორინგისა და მართვის სისტემებს, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობა, საიმედოობა და უსაფრთხო ექსპლუატაცია.

რას მოიცავს OT/ICS კიბერუსაფრთხოების შეფასება?

შეფასების ფარგლები შეიძლება მოიცავდეს აქტივებსა და დამოკიდებულებებს, ქსელურ სეგმენტაციას, დისტანციურ და პრივილეგირებულ წვდომას, მართვის პლატფორმების კონფიგურაციებს, მომწოდებლებთან ურთიერთობასა და უწყვეტობის მექანიზმებს. მეთოდები და წვდომა თანხმდება ოპერატორთან უსაფრთხო ექსპლუატაციის, ოპერაციული ხელმისაწვდომობისა და მოწყობილობების შეზღუდვების გათვალისწინებით. ოპერაციულ სისტემებზე ინტრუზიული სკანირება ან ტესტირება წინასწარ ნაგულისხმევი არ არის; ასეთ სამუშაოს სჭირდება მკაფიო ნებართვა, შეთანხმებული მეთოდი და ცვლილებების მართვის პროცესი.

აქვს თუ არა ყველა ენერგეტიკულ და კომუნალურ ორგანიზაციას ერთნაირი რეგულაციური ვალდებულებები?

არა. მოქმედი ვალდებულებები დამოკიდებულია ორგანიზაციის ოფიციალურ სტატუსსა და კატეგორიაზე, საქმიანობაზე, სექტორულ მოთხოვნებსა და სახელშეკრულებო პირობებზე. კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის სტატუსი მოწმდება მოქმედ ოფიციალურ ნუსხასა და შესაბამის კანონმდებლობაში. სავალდებულო აუდიტის შემთხვევაში მომსახურების დაწყებამდე უნდა განისაზღვროს შესაბამისი სახელმწიფო ორგანო, აუდიტის ჩატარების უფლებამოსილება, ფარგლები და დამოუკიდებლობის პირობები.

რომელი სტანდარტები და ჩარჩოები უნდა გამოვიყენოთ?

შერჩევა დამოკიდებულია შეფასების მიზანსა და ოპერაციულ გარემოზე. IEC 62443-ის შესაბამისი ნაწილები და NIST SP 800-82 გამოიყენება OT უსაფრთხოების მიმართულებით; ISO/IEC 27001 ეხება ინფორმაციული უსაფრთხოების მართვას, ISO 22301 — ბიზნესის უწყვეტობას, ხოლო ISO/IEC 20000-1 — სერვისების მართვას. NIST CSF და COBIT ხელს უწყობს რისკების მართვასა და მმართველობას. ჩარჩოზე მითითება თავისთავად არ ადასტურებს სერტიფიცირებას, აკრედიტაციას ან რეგულაციურ შესაბამისობას.

როგორ ეხმარება ბიზნესის უწყვეტობის მართვა კრიტიკული მომსახურებების მიწოდებას?

ბიზნესის უწყვეტობის მართვისას განისაზღვრება კრიტიკული მომსახურებები, მათთვის საჭირო ადამიანები, ტექნოლოგიები და მომწოდებლები, შეფერხების მისაღები ზეგავლენა და აღდგენის პრიორიტეტები. გეგმებმა უნდა დააკავშიროს ოპერაციული რეაგირება, კომუნიკაცია და აღდგენა რეალისტურ სავარჯიშოებსა და შემდგომ გაუმჯობესებებთან. მექანიზმები ერგება კონკრეტული ოპერატორის გარემოსა და უსაფრთხო ექსპლუატაციის მოთხოვნებს.

დაგეგმეთ შემდეგი ნაბიჯი

გააძლიერეთ მომსახურებები, რომლებზეც საზოგადოება არის დამოკიდებული

გაგვიზიარეთ თქვენი კრიტიკული მომსახურებები, IT/OT გარემო, მნიშვნელოვანი დამოკიდებულებები და უსაფრთხოების პრიორიტეტები.

ერთად განვსაზღვრავთ შეფასების ან საკონსულტაციო მომსახურების პრაქტიკულ ფარგლებს, პროპორციულ მეთოდებსა და გაუმჯობესებისთვის საჭირო პასუხისმგებლობებს.