დამოუკიდებელი, მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასებები IT-ის, კიბერუსაფრთხოებისა და შესაბამისობის მიმართულებით რათა ხარვეზები აღმოაჩინოთ მანამდე, სანამ ამას მარეგულირებელი, აუდიტორი ან თავდამსხმელი გააკეთებს.
რატომ არის დამოუკიდებელი აუდიტი მნიშვნელოვანი
მიუხედავად იმისა, ემზადებით სერტიფიცირებისთვის, ასრულებთ მარეგულირებლის მოთხოვნას თუ უბრალოდ გსურთ თქვენი რისკების ობიექტური შეფასება, დამოუკიდებელი აუდიტი მენეჯმენტს აძლევს მტკიცებულებებზე დაფუძნებულ პასუხებს და არა ვარაუდებს.
ჩვენ ვატარებთ აუდიტებს ზოგადი IT კონტროლების, მარეგულირებელი ჩარჩოების, საგადახდო ინფრასტრუქტურისა და მართვის სისტემების მიმართულებით. თითოეული აუდიტის ფარგლები განისაზღვრება იმ სტანდარტის, ჩარჩოს ან მარეგულირებელი მოთხოვნის შესაბამისად, რომელიც კონკრეტულად თქვენს ორგანიზაციას ეხება.
რომელი ტიპის აუდიტი გჭირდებათ?
| აუდიტის ტიპი | საუკეთესო არჩევანია | მიზეზი |
| IT აუდიტი | ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სურთ IT რისკების ზოგადი და დამოუკიდებელი შეფასება. | დირექტორთა საბჭოს ან აუდიტის კომიტეტის მოთხოვნა. |
| კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს აუდიტი | საქართველოს ფინანსური სექტორისა და საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ორგანიზაციებისთვის. | საქართველოს ეროვნული ბანკის მოთხოვნა |
| SWIFT CSP აუდიტი | SWIFT-ის სისტემაში დაკავშირებული ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები | KYC-SA წლიური ატესტაციის მოთხოვნები |
| ISO/IEC 27001 შიდა აუდიტი | ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც უკვე დანერგილი აქვთ ან ემზადებიან ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის (ISMS) სერტიფიცირებისთვის | ISO/IEC 27001-ის Clause 9.2-ის სავალდებულო მოთხოვნა. |
| კრიტიკული ინფრასტრუქტურის ინფორმაციული უსაფრთხოების მართვის სისტემის აუდიტი | საქართველოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა | საქართველოს კანონის “ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ” მოთხოვნა |
არ ხართ დარწმუნებული, რომელი აუდიტი გჭირდებათ? დაგვიკავშირდით უფასო საკონსულტაციო შეხვედრისთვის. დაგეხმარებით, თქვენი მარეგულირებელი და ბიზნეს კონტექსტის გათვალისწინებით, განსაზღვროთ შესაბამისი აუდიტის ტიპი და ფარგლები.
ჩვენი მიდგომა
მიუხედავად ჩარჩოსა და აუდიტის ფარგლებისა, ყველა ჩვენი აუდიტი ეფუძნება ერთიან ძირითად პრინციპებს:
- დამოუკიდებლობა – ჩვენი შეფასებები ობიექტურია და თავისუფალია ინტერესთა კონფლიქტისგან, რაც უზრუნველყოფს როგორც მარეგულირებელი, ისე სტანდარტებით განსაზღვრული დამოუკიდებლობის მოთხოვნების დაცვას.
- მტკიცებულებებზე დაფუძნებული შეფასება – თითოეული მიგნება ეფუძნება დოკუმენტირებულ მტკიცებულებას და არა ვარაუდებს ან ზოგად საკონტროლო სიებს.
- ბიზნესზე ორიენტირებული ანგარიშგება – ჩვენი ანგარიშები განკუთვნილია გადაწყვეტილების მიმღები პირებისთვის და ტექნიკურ მიგნებებს გარდაქმნის გასაგებ ბიზნეს რისკებად და პრიორიტეტულ სამოქმედო გეგმად.
- პრაქტიკული მაკორექტირებელი ღონისძიებები – ჩვენ მხოლოდ ხარვეზებს არ ვავლენთ; თითოეული მნიშვნელოვანი მიგნებისთვის ვთავაზობთ რეალისტურ და პრაქტიკაში განხორციელებად რეკომენდაციებს.
რატომ IO Consulting
ჩვენი გუნდი აერთიანებს სერტიფიცირებულ აუდიტორულ კომპეტენციას – CISA, CISM, ISO/IEC 27001 Senior Lead Auditor და Lead Implementer და პრაქტიკულ გამოცდილებას IT მმართველობის, ქსელების ადმინისტრირების, სისტემებისა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირების, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით.
ტექნიკური გამოცდილების ეს მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს, კლიენტის გარემო არა მხოლოდ აუდიტორის, არამედ პრაქტიკოსი ტექნიკური სპეციალისტის თვალითაც შევაფასოთ. შედეგად, ჩვენი აუდიტები გამოირჩევა სიღრმისეული ანალიზით, მაღალი პროფესიული ხარისხით და თითოეული ორგანიზაციის რეალურ გარემოსა და ბიზნეს საჭიროებებზე მორგებული მიდგომით.
