კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს აუდიტი

საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG) კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს მოთხოვნებთან ორგანიზაციის შესაბამისობის დამოუკიდებელი შეფასება – ხარვეზების გამოვლენა და აღმოფხვრა მანამდე, სანამ მათ მარეგულირებელი გამოავლენს.

რატომ არის აღნიშნული აუდიტი მნიშვნელოვანი

საქართველოში მოქმედი ფინანსური ინსტიტუტები: კომერციული ბანკები, მიკრობანკები, ფინანსური ბიუროები და სხვა რეგულირებადი ორგანიზაციები ვალდებული არიან შეასრულონ საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს შესაბამისი მოთხოვნები.

შეუსაბამობამ შეიძლება გამოიწვიოს მარეგულირებელი, რეპუტაციული და ოპერაციული რისკები. დამოუკიდებელი აუდიტი ორგანიზაციას აძლევს მკაფიო და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სურათს არსებული მდგომარეობის შესახებ მანამდე, სანამ საკითხით მარეგულირებელი დაინტერესდება.

რას მიიღებთ


საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს მოთხოვნებთან შესაბამისობის მუხლობრივად შეფასება, მათ შორის მმართველობითი, ტექნიკური და ოპერაციული კონტროლების მიმართულებით.


შესაბამისობის ხარვეზების მკაფიო იდენტიფიცირება და მათი შეფასება რისკისა და შესაძლო მარეგულირებელი ზემოქმედების მიხედვით, რაც ხელმძღვანელობას მაკორექტირებელი ღონისძიებების ეფექტიანად პრიორიტეტიზაციის საშუალებას აძლევს.


დოკუმენტაციისა და მტკიცებულებების სტრუქტურირება იმ ფორმით, რომელიც შეესაბამება მარეგულირებლის მოლოდინებს და ხელს უწყობს შემოწმების პროცესის უფრო ეფექტიანად გავლას.

მეთოდოლოგია

  1. ფარგლების განსაზღვრა (Scoping) – ორგანიზაციის ტიპისა და რისკის პროფილის გათვალისწინებით, კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს გამოყენებადი მოთხოვნების განსაზღვრა.
  2. დოკუმენტაციის განხილვა – პოლიტიკების, პროცედურებისა და არსებული შესაბამისობის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეფასება.
  3. კონტროლების ტესტირება – ტექნიკური და მმართველობითი კონტროლების პრაქტიკული შემოწმება ჩარჩოს მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადასტურებლად.
  4. ხარვეზების იდენტიფიცირება – თითოეული მიგნების დაკავშირება ჩარჩოს შესაბამის მუხლთან და შესაბამისი რისკისა და რეგულაციური ზემოქმედების შეფასება.
  5. მაკორექტირებელი ღონისძიებების დაგეგმვა – პრიორიტეტებზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმის შემუშავება რეალისტური შესრულების ვადებით.
  6. შემდგომი მხარდაჭერა – მაკორექტირებელი ღონისძიებების შესრულების მონიტორინგში დახმარება და მარეგულირებლის შემოწმებისთვის მზადყოფნის მხარდაჭერა.

ვისთვის არის განკუთვნილი

კომერციული ბანკებისთვის, მიკრობანკებისთვის, ფინანსური ბიუროებისთვის და სხვა ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სჭირდებათ:

  • საქართველოს ეროვნული ბანკის კიბერუსაფრთხოების მართვის ჩარჩოს მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება.
  • მარეგულირებელი შემოწმებისთვის ან შემდგომი შეფასებისთვის მომზადება.
  • წინა აუდიტის ან თვითშეფასების შედეგად გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის დადასტურება.
  • მტკიცებულებებზე დაფუძნებული და აუდიტირებადი შესაბამისობის პროგრამის ჩამოყალიბება.
  • კიბერუსაფრთხოების სიმწიფის შეფასება მარეგულირებლის მოლოდინებთან მიმართებით.

რატომ IO Consulting

ჩვენი გუნდი აერთიანებს სერტიფიცირებულ აუდიტორულ კომპეტენციას – CISA, CISM, ISO/IEC 27001 Senior Lead Auditor და Lead Implementer და პრაქტიკულ გამოცდილებას IT მმართველობის, ქსელების ადმინისტრირების, სისტემების ადმინისტრირების, მონაცემთა ბაზების მართვისა და პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების მიმართულებით.

ტექნიკური გამოცდილების ეს მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს, კლიენტის გარემო სიღრმისეულად გავიგოთ და ჩავატაროთ აუდიტები, რომლებიც ერთდროულად გამოირჩევა მაღალი ხარისხით, ტექნიკური სიზუსტით და თითოეული ორგანიზაციის რეალურ გარემოსა და საჭიროებებზე ზუსტად მორგებული მიდგომით.